პოლონეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს
პოლონეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა.

პოლონეთის ცესკო-ს ვებგვერდზე აღნიშნული მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით.

შეგახსნებთ, რომ ეს არის პირველი ოფიალური მონაცემები, რომელსაც პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.