პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. როგორც მედია წერს, რადოსლავ სიკორსკი კიევში იმყოფება.
სიკორსკი შესაბამის ფოტოს ტვიტერის ქსელში აქვეყნებს.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ხელისუფლების წევრებს შეხვდება და უმაღლეს რადაში სიტყვით წარდგება.
შეხვედრების გრაფიკი უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია.
Pierwsza wizyta zagraniczna; Już na miejscu. pic.twitter.com/59dE9n9XWp
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) December 22, 2023