პოლონეთის 80-ზე მეტ ქალაქში იმიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა
პოლონეთის 80-ზე მეტ ქალაქში იმიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა.
ულტრამემარჯვენე პარტიის, „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციის“ მიერ აქციები ორგანიზებული იყო ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანში, ვროცლავსა და ბიალისტოკში.
დემონსტრანტები ლიეტუვასთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და სლოვაკეთთან საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცებს უნდა ჰქონდეთ სროლის უფლება მათ მიმართ, ვინც საზღვრის უკანონოდ გადალახვას შეეცდება.
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში იმიგრაციის მომხრეთა აქციებიც გაიმართა.
პოლონეთი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ქვეყანა შეთანხმდნენ თავშესაფრის მინჭების წესების მიზანმიმართულ გამკაცრებაზე. გასულ წელს პოლონეთში თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა შეინიშნებოდა ბელარუსთან, აღმოსავლეთ საზღვარზე 2021 წლიდან მიმდინარე კრიზისის გამო. შედეგად, პოლონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დროებით აჩერებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას მათთვის, ვინც საზღვარი ბელარუსის მხრიდან გადაკვეთეს. როგორც პოლონელი, ასევე სხვა ევროპელი ლიდერები დიდი ხანია, ადანაშაულებენ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების შედინების ორგანიზებაში.