პოლონეთიდან სამშობლოში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა
პოლონეთიდან სამშობლოში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავადან სპეციალური ავიარეისი განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცრეისით სამშობლოში 179 ადამიანი დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც ავტობუსებით სასტუმრო „ეიფორიაში“ გახსნილ კარანტინის ზონაში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კარანტინის სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4889 ადამიანი იმყოფება.

უწყებაში აცხადებენ, რომ საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან.