პოლონეთი უკრაინას 50-ზე მეტ ჰაუბიცს მიჰყიდის

20:10, 07.06.2022

პოლონეთი უკრაინას 50 ერთეულზე მეტ ჰაუბიცს მიჰყიდის, რომელთა ჯამური ღირებულებაც 700 მილიონ დოლარს აღწევს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საფასური ნაწილობრივ ევროკავშირის სახსრებიდან ფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი, უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.

შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

მსგავსი