პოლონეთი საერთაშორისო ფრენების აკრძალვის 16 ივნისამდე გახანგრძლივებას გეგმავს

13:19, 06.06.2020

პოლონეთის მთავრობა გეგმავს, რომ საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პოლონურმა ავიაკომპანია lot-მა ქვეყნის დიდ ქალაქებს შორის რეისები უკვე აღადგინა. ეს ქალაქებია: კრაკოვი, გდანსკი, ვარშავა და ვროცლავი.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 25 410 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 137 ადამიანი.

მსგავსი