პოლონეთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით სამხედრო ქვედანაყოფს განათავსებს
პოლონეთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით სამხედრო ქვედანაყოფს განათავსებს

პოლონეთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით სამხედრო ქვედანაყოფს განათავსებს. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

დივიზია, რომელიც ქალაქ სიედლცეში განთავსდება, სამი ბრიგადიდან დაკომპლექტდება და ის ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

როგორც თავდაცვის სამინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სამხედრო დანაყოფის მთავარი ამოცანა პოლონეთის ტერიტორიის დაცვა იქნება. მინისტრის მარიუშ ბლაშაკის თქმით, დივიზიის შექმნა აძლიერებს აღმოსავლეთ ფლანგს და განპირობებულია ოპერატიული აუცილებლობით.