პოლონეთი მინსკს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით ტაქტიკის შეცვლაში ადანაშაულებს
პოლონეთი მინსკს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით ტაქტიკის შეცვლაში ადანაშაულებს

პოლონეთი მინსკს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით ტაქტიკის შეცვლაში ადანაშაულებს.

ინფორმცაის „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პოლონეთის თვადაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშეკის განცხადებით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე განთავსებული მიგრანტების მართვის ტაქტიკა შეცვალეს. მისი თქმით, ახლა მიგრანტთა მცირე ჯგუფები საზღვრის გადაკვეთას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობენ და ამაში მათ ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებიან.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, გასულ დღეს საზღვრის დარღვევის 195 ფაქტი დააფიქსირეს. მისი ინფორმაციით, მიგრანტები აგრესიულად იქცეოდნენ და პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ქვებს, ასევე ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არალეგალ მიგრანტთა ნაკადი მაისის თვიდან მოყოლებული არ წყდება. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. აღნიშნულის გამო, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.