პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის აჯანყების 75 წლისთავს აღნიშნავს
პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის აჯანყების 75 წლისთავს აღნიშნავს

პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის აჯანყების 75 წლისთავს აღნიშნავს.

პოლონეთის დედაქალაქი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაჩერდება და ამბოხების დაწყების აღსანიშნავად სირენები ჩაირთვება.

ვარშავის აჯანყება გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ 1944 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, რომელსაც სულ მცირე 150 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ნაცისტურ რეჟიმთან 63 დღიანი ინტენსიური შეტაკებების შედეგად, ვარშავა თითქმის მთლიანად დაინგრა.

პოლონეთში ამბოხებულების სიმამაცესა და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლზე არავინ დავობს, თუმცა დებატები ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ვინც ამბოხებას გამართლებულს უწოდებს და ვისაც ამბოხება არაგონივრულ მოქმედებად მიაჩნია.

პოლონეთის არმიის ოპერაციის მიზანი ვარშავის გათავისუფლება იყო. „ევრონიუსი“ წერს, რომ საბჭოთა კავშირთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, პოლონეთის არმიის მეთაურები იმედოვნებდნენ, რომ წითელი არმია მათ გერმანელების წინააღმდეგ დაეხმარებოდა. ამბოხების დროს პოლონეთის არმიაში 25 ათასიდან 35 ათასამდე მებრძოლი იყო. ისტორიკოსები ამბობენ, რომ შეიარაღებული მხოლოდ ყოველი 25 მებრძოლიდან ერთი იყო. ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ამბოხებულებთან ბრძოლის პარალალურად, ქალაქის მოსახლეობის დახოცვაც დაიწყეს.