პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს სთავაზობენ
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს სთავაზობენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტს სთავაზობენ. ინფორმაციას ამის შესახებ RMF24 ავრცელებს.

სანქციები ითვალისწინებს რუსული თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას, ასევე დრონების წარმოებაში გამოყენებული აკრძალული კომპონენტების სიის გაფართოებას.

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სანქციების ახალი პაკეტი ნაწილობრივ ბელარუსსაც ეხება, რომლის მიზანიც არის, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს მინსკის ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში გამოყენება.

შეთავაზება განხილული იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეცამეტე პაკეტის განხილვის დროს, რომელიც 24 თებერვლისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლისთავზე იქნება მზად.