პოლონეთი აშშ-სგან Apache-ის ტიპის რვა ვერტმფრენს მიიღებს

11:15, 06.05.2023
On May 6, 2018, a AH-64 Apache helicopter from Task Force Ragnar comes in to land at the tactical assembly area established in the National Training Center in Fort Irwin, Cali. (U.S. Army Photo by Capt. Katherine Zins)

On May 6, 2018, a AH-64 Apache helicopter from Task Force Ragnar comes in to land at the tactical assembly area established in the National Training Center in Fort Irwin, Cali. (U.S. Army Photo by Capt. Katherine Zins)

პოლონეთი აშშ-სგან Apache-ის ტიპის რვა ვერტმფრენს მიიღებს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშიაკმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის არმია პოლონეთს პირველ რვა ვერტმფრენს საკუთარი მარაგიდან მიაწვდის. პოლონელი მფრინავების წვრთნა კი რამდენიმე კვირაში დაიწყება. რაც შეეხება გადაცემის პროცესს, ვერტმფრენები, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიგზავნება აღმოსავლეთ პოლონეთში.

„აშშ-ის არმია გვაწვდის ვერტმფრენებს საკუთარი რესურსებით იქმადე, ვიდრე 96 ვერტმფრენის შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მადლობას ვუხდი მინისტრ ოსტინს ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პოლონეთმა ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა აღნიშნული ვერტმფრენების შეძენის სურვილი, თუმცა გადაცემის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. შეძენის საკონტრაქტო პირობები ჯერ კონგრესმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცონ.

AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენია, რომელიც აშშ-ის არმიას 1980 წლიდან ემსახურება. იგი 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი და შექმნილია ორკაციანი ეკიპაჟისთვის.

მსგავსი