პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პოლონელი გადამზიდავების აქციას ფერმერებიც უერთდებან
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პოლონელი გადამზიდავების აქციას ფერმერებიც უერთდებან

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პოლონელი გადამზიდავების საპროტესტო აქციას ფერმერებიც უერთდებან. ამის შესახებ უკრაინული მედია საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე, პოლონელი გადამზიდავების ლიდერ რაფალ მეკლერზე დაყრდნობით წერს.

მისი ცნობით, დოროგუსკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბლოკადა ადგილობრივი დროით 13:30-დან დაიწყება და მას ფერემრებიც შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები თავიანთი პროტესტის მიზეზად პოლონეთის ბაზარზე უკრაინული პროდუქტების უკონტროლო შედინებით გამოწვეულ სიტუაციას ასახელებენ.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან შაქრის იმპორტის შეწყვეტასაც ითხოვენ, ასევე მათ მოთხოვნებს შორისაა სუბსიდიების გადახდა, საწვავის ფასის შენარჩუნება და სიმინდის მწარმობლებისთვის კომპენსაციები.

პოლონელი გადამზიდავების ბლოკადა უკრაინის საზღვართან 6 ნოემბრიდან იმართება. სატვირთო მანქანების მძღოლები უკრაინელი გადამზიდავებისთვის ნებართვების სისტემის აღდგენას ითხოვენ.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პოლონელი გადამზიდავების საპროტესტო აქციას ფერმერებიც უერთდებან