პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან ერთ-ერთი გამშვები პუნქტი გადაკეტეს, აქციებს კიდევ ხუთ გამშვებ პუნქტთან ელოდებიან
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან ერთ-ერთი გამშვები პუნქტი გადაკეტეს, აქციებს კიდევ ხუთ გამშვებ პუნქტთან ელოდებიან

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან, მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტი გადაკეტეს, – ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია 100-მდე ადამიანის, 50-მდე სატვირთოს, მსუბუქი მანქანისა და ავტობუსისთვის.

„ვიმედოვნებთ, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად შეიცვლება და ტრანსპორტის გარკვეული კატეგორიები კვლავ დაიშვებიან“, – განაცხადა დემჩენკომ.

ამასთან, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ დღეს საპროტესტო აქციებს ხუთი გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ელოდებიან.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჩესლავ სეკიერსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ფაქტს, რომ ევროპელი ფერმერების პროდუქცია ხდება არაკონკურენტული და რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტისგან ყველაზე მეტად პოლონელი ფერმერები დაზარალდნენ.