პოლონელი პილოტი შვიდი რბოლისთვის შვიდ მილიონს იხდის
პოლონელი პილოტი შვიდი რბოლისთვის შვიდ მილიონს იხდის

ცნობილი პოლონელი პილოტი, ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი რობერტ კუბიცა მზად არის, შვიდი მილიონი დოლარი გადაუხადოს ბრიტანულ საჯინიბო “უილიამსს”, თუ გუნდი 2018 წლის სეზონში ფორმულა 1-ის შვიდ რბოლაში მონაწილეობის უფლებას მისცემს, – ამტკიცებს Autosport.

კუბიცა იმედოვნებს, რომ ამ შვიდ რბოლაში დაარწმუნებს გუნდს იმაში, რომ მათ უნდა გააგრძელონ პოლონელთან თანამშრომლობა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრიტანულ საჯინიბოში დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილზე ფავორიტად რუსი პილოტი სერგეი სიროტკინი მიიჩნევა. მასთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, “უილიამსი” 15 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, “უილიამსმა” საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იანვრისთვის გადადო და სერიოზულად ფიქრობს კუბიცას წინადადებაზე.