პოლონელი მესაზღვრეები ბელარუს კოლეგებს სასაზღვრო ღობის განადგურებაში ადანაშაულებენ
პოლონელი მესაზღვრეები ბელარუს კოლეგებს სასაზღვრო ღობის განადგურებაში ადანაშაულებენ.
„ბელარუსის სამსახურების თითქმის ყოველ ღამით აზიანებენ სასაზღვრო ღობეს, რათა მიგრანტებმა პოლონეთის მხარე უკანონოდ გადალახონ. 33 ადამიანისგან შექმნილმა ჯგუფმა ბელარუსის უშიშროების ძალების მხარდაჭერით იძულებით გადაკვეთა საზღვარი“, – ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის „ტვიტერზე“.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის 92 მცდელობა დაფიქსირდა.
Minionej doby tj.28.11 granicę🇵🇱🇧🇾 próbowały przekroczyć 92 osoby. #funkcjonariuszeSG wydali 7 postanowień o opuszczeniu terytorium RP.
Na odcinku ochranianym przez Placówkę SG w Mielniku grupa 33 cudzoziemców siłowo forsowała granicę przy wsparciu białoruskich służb.#NaStraży pic.twitter.com/L1nmr8bW3P— Straż Graniczna (@Straz_Graniczna) November 29, 2021