პოლონელი გადამზიდავები ხვალიდან პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაახლებენ
პოლონელი გადამზიდავები ხვალიდან პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაახლებენ

პოლონელი გადამზიდავები ორშაბათიდან პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე იაგოდინ-დოროგუსკის გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაახლებენ.

ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გადამზიდავების პროტესტი, რომელიც 6 ნოემბრიდან გრძელდებოდა, გასულ კვირას დოროგუსკის მუნიციპალიტეტის მერმა აკრძალა.

ამის შემდეგ გადამზიდავებმა კიდევ ერთი განცხადება შეიტანეს ახალი შეკრების შესახებ, ხოლო ლუბლინის რაიონულმა სასამართლომ მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

პოლონელი გადამზიდავები ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა და უკრაინის არმიისთვის განკუთვნული მარაგებისა. ამასთან, ითხოვენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნილი კომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერებას და მათ კონტროლს.