პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში შესვლის აკრძალვა მან და მისი გუნდის კოორდინატორმა, ელენე მეტრეველმა მოითხოვეს
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში შესვლის აკრძალვა მან და მისი გუნდის კოორდინატორმა, ელენე მეტრეველმა მოითხოვეს

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში შესვლის აკრძალვა მან და მისი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა, ელენე მეტრეველმა მოითხოვეს.

„საქართველოს პრორუსულ მედიასაშუალებებს – „ტვ იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ დღეს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ეს ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორთან, ელენე მეტრეველთან ერთად მოვითხოვეთ. ორბანის მოსკოვის მხარდამჭერი რეჟიმის დასუსტების შემდეგ ევროკავშირს შეუძლია, საქართველოში პროდასავლურ მიმართულებას უფრო მტკიცედ დაუჭიროს მხარი, რათა შეასუსტოს პრორუსული ოლიგარქიის გავლენა, რომელიც ანადგურებს საქართველოს. როგორც გარდაცვლილმა ლეხ კაჩინსკიმ თქვა: „დღეს საქართველოა, ხვალ – უკრაინა“. ბოლო დღეებში რეჟიმის მედიამ ჩემს, ანჯეი ჰალიცკისა და მიხალ შჩერბას წინააღმდეგ სამასხარაო კამპანია წამოიწყო, ისევე როგორც რუსპისა და კურსკის დროს. ოლიგარქებს არ მოეწონათ ის შესწორებები, რომლებიც მე და ელენე მეტრეველმა ერთად შევიტანეთ – შესწორებები, რომლებიც საქართველოში თავისუფალი მედიის განადგურებასა და ივანიშვილის რეჟიმის მოსკოვის მხარდამჭერ ქმედებებს ააშკარავებს“, – წერს პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში.