პოლონელი დეპუტატი - ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა გაგზავნოს ძალიან მკაფიო სიგნალი და განაცხადოს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მზად არიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები
პოლონელი დეპუტატი - ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა გაგზავნოს ძალიან მკაფიო სიგნალი და განაცხადოს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მზად არიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები

ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა გაგზავნოს ძალიან მკაფიო სიგნალი და განაცხადოს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მზად არიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები, – ამის შესახებ ევროპარლამენტში დებატების დროს პოლონელმა დეპუტატმა ბეატა შიდლომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, თუმცა ევროკავშირსაც სჭირდება უკრაინა, სხვა სახელმწიფოები და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

„ისინი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოექცევიან პუტინის გავლენის სფეროში. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უკრაინელები იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. მათ უნდა მოისმინონ ჩვენგან ძალიან მკაფიო და მარტივი გზავნილი, რომ ჩვენ მათ მიმართ სოლიდარობას ვგრძნობთ და მხარს ვუჭერთ სამხედრო და ეკონომიკური კუთხით, რადგან სასწორზე ჩვენი მომავალია“, – განაცხადა​ ბეატა შიდლომ.