პოლონელ პროკურორს, რომელმაც განაცხადა, რომ ტუსკის მხრიდან შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიწყო გამოძიება, უფლებამოსილება ექვსი თვით შეუჩერეს
პოლონელ პროკურორს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მხრიდან შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიწყო გამოძიება, უფლებამოსილება ექვსი თვით შეუჩერეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ადამ ბოდნარმა პროკურორ მიხალ ოსტროვსკის შეუჩერა უფლებამოსილება.
პროკურატურა ოსტროვსკის ადანაშაულებს „კანონის აშკარა და უხეშ დარღვევაში“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს გამოძიების წამოწყებასა და ჩატარებას პროკურატურის რეგისტრაციის სისტემაში რეგისტრაციის გარეშე.
პროკურორმა ოსტროვსკიმ მანამდე განაცხადა, რომ გამოძიება წამოიწყო სახელმწიფო გადატრიალების ეჭვთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, სეიმისა და სენატის სპიკერების, ასევე სამთავრობო საკანონმდებლო ცენტრის ხელმძღვანელის მონაწილეობით.
„ისინი მუშაობენ ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში 13 დეკემბრიდან“, – განაცხადა მიხალ ოსტროვსკიმ.