პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის მიერ დაკითხვის დეტალებს იხსენებს
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის მიერ დაკითხვის დეტალებს იხსენებს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხვის დეტალებს იხსენებს, სადაც გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ გოგუაძის თქმით, საქმის გამომძიებელი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. გოგუაძე განმარტავს, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად დაკითხვისას აწამებდნენ და სასტიკად სცემდნენ. მისი თქმით, საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც დაადგინა.

„მარიანა ჩოლოიანი იყო ზუსტად ვინც ჩემი დაკავება გააფორმა. ის საუბარი, რომ სტრასბურგის საქმეში მარიანა ჩოლოიანის სახელი არ ფიგურირებს, არაფერს ნიშნავს. იქ კონკრეტული სახელი და გვარები არ ფიგურირებს. საუბარია საქმეზე, გამოძიებასა და ცემა-წამების ფაქტებზე, რისი თანამონაწილეც მარიანა ჩოლოიანი იყო.

მარიანა ჩოლოიანი ჩემგან მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერანაირად მიიღებდა, რადგან აბსურდულ კითხვებს მისვამდა. ამის შედეგად მარიანა უბრალოდ უკმაყოფილო სახით მიყურებდა. ის კაბინეტიდან გადიოდა. ეს იყო ნიშანი, რომ კაბინეტში სხვა ხალხი შემოდიოდა. შემოდიოდა 3-4 ადამიანი და გრძელდებოდა ჩემი ცემა.

როდესაც ადვოკატი მოვითხოვე, ეს სასაცილოდაც არ ეყოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.