პოლიტოლოგი ალექსეი გარანი - საპრეზიდენტო არჩევნები იყო ქვეყანაში დემოკრატიის ტესტი, რომელსაც უკრაინამ თავი კარგად გაართვა
პოლიტოლოგი ალექსეი გარანი - საპრეზიდენტო არჩევნები იყო ქვეყანაში დემოკრატიის ტესტი, რომელსაც უკრაინამ თავი კარგად გაართვა

საპრეზიდენტო არჩევნები იყო ქვეყანაში დემოკრატიის ტესტი, რომელსაც უკრაინამ თავი კარგად გაართვა, – ასე აფასებს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტოლოგი, ფონდ „დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორი ალექსეი გარანი.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე ჩაიარა.

„უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულად ვაფასებთ. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ვინ გაიმარჯვებს. შეიძლება ძალიან ბევრი ადმინისტრაციული რესურსი დახარჯო, მაგრამ არჩევნებში მაინც ვერ გაიმარჯვო. ძალიან გვიჭირს ახლა პროგნოზირება, თუ რა იქნება მეორე ტურში და როგორი შედეგით დასრულდება ის. რევოლუციის შემდეგ უკრაინამ გრძელი გზა გაიარა და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა ყველაფერი უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, ვის აირჩევს ის ქვეყნის პრეზიდენტად“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 21 აპრილია.