პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე აქცია გამართა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე აქცია გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან კომპენსაციის გაზრდა მოითხოვეს, რადგან ისინი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიიდან გამოასახლეს. მათივე თქმით, 17 ათასი ლარი, რომელიც კომპენსაციის სახით აქვთ მისაღები, არასაკმარისია.

ასევე, დევნილების მოთხოვნაა, თავად აწარმოონ მოლაპარაკებები ინვესტორებთან.

პოლიტიკური გაერთიანება „არჩევანი სამშობლოსათვის“ ინფორმაციით, სასტუმრო აფხაზეთი, სადაც 300-ზე მეტი ცხინვალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა 2011 წელს ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შეიძინა, რის შემდეგაც დევნილების გამოსახლება განხორციელდა.