პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის
პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის

მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ყველა პოლიტიკური პარტიის ჯამური ფულადი შემოწირულობა 255 143 ლარია, საიდანაც 250 635 ლარი „ევროპულ საქართველოს“ შესწირეს. ოპოზიციური პარტიის მსხვილ შემომწირველებს შორის არიან გიორგი გარსევანიშვილი  – 20 ათასი ლარი, გიორგი ტყებუჩავა  – 20 ათასი ლარი, თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი  – 15 ათასი ლარი, თამარ ბაღაშვილი  – 10 ათასი ლარი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი – 10 ათასი ლარი. სიაში რამდენიმე დეპუტატია, მათ შორის სერგო რატიანი  – 5 ათასი ლარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი  – 2 ათასი ლარი, გიორგი კანდელაკი  – 5 ათასი ლარი, აკაკი ბობოხიძე  – 7 600 ლარი, ირაკლი აბესაძე  – 5 ათასი ლარი, ელენე ხოშტარია – 5 ათასი ლარი  და ოთარ კახიძე  – 4 ათასი ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ქართულმა ოცნებამ“ ივლის-აგვისტოში მხოლოდ 20 ლარის ფულადი საწევრო შენატანი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ათასი ლარი (არაფულადი შემოწირულობა), „ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ 88 ლარი (შემოწირულობა და საწევრო შენატანი), „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 400 ლარი.