პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
პარტიის წევრებმა წესდება დაამტკიცეს, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. დამფუძნებელი არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ლევან ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარტია სამომავლოდ ითანამშრომლებს ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქესთან, რომლებთანაც ფასეულობები, მიდგომები და მიზნები აერთიანებს.