პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი
პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი

პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი, რომელიც, როგორც გამონაკლისი წესი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

ცვლილებებით დასაშვები იქნება, პარლამენტში შესული ერთი პარტიის, სულ მცირე, შვიდმა წევრმა პოლიტიკური ჯგუფი შექმნას, თუ ისინი ამ პარტიას დატოვებენ.

პროექტით, 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ შვიდ წევრს, რომლებიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებენ, შეუძლიათ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნან.

ცვლილებებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.