პოლიტიკური ჟესტების გამო, ჯაკასა და შაჩირის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ
პოლიტიკური ჟესტების გამო, ჯაკასა და შაჩირის  ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველები გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი შესაძლოა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯონ სერბეთთან მატჩში, პოლიტიკური ჟესტების გამო, ამის შესახებ BBC წერს

შეგახსენებთ, ამ ფეხბურთელებმა სერბების კარში თავიანთი გოლები ორთავიანი არწივის გამოხატვით აღნიშნეს. ორთავიანი არწივი ალბანეთის სიმბოლოა, რომელთანაც სერბეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ეს ჟესტები, შესაძლოა, ფიფას სადისციპლინო კოდექსის 54-ე მუხლით განიხილონ, რომელიც 5 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ჯარიმასა და ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

თუ ჯაკასა და შაჩირის დასჯიან, ისინი გამოტოვებენ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს კოსტა რიკასთან და მერვედფინალს, იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელები პლეი ოფში გავლენ.