ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისია” დავით ქაცარავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს
ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისია” დავით ქაცარავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს

ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისია” დავით ქაცარავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.

კომისიის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების საკითხი განიხილეს.

საუბარია ოქტომბერში სოფელ ატოცთან მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელზეც საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით.

„პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისიის“ წევრების განცხადებით, დავით ქაცარავას და მისი ადვოკატის დღევანდელი მოსმენისას იკვეთება, რომ მის მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, რათა მან შეწყვიტოს საქმიანობა.

დავით ქაცარავას თქმით, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, თუ რა საქმე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ და ასევე შეხვედრაზე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ მის მიმართ ხორციელდება მუქარები.

დატოვე კომენტარი