„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ისრაელმა თეთრ სახლთან მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ისრაელმა თეთრ სახლთან მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ისრაელმა თეთრ სახლთან მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა. გამოცემის ინფორმაციით, მოსასმენი აპარატურის განთავსება ვაშინგტონში რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოხდა, რომელიც დონალდ ტრამპის და მისი თანაშემწეების სატელეფონო საუბრების მოსმენას ისახავდა მიზნად.

ჯერ ცნობია, იყო თუ არა მცდელობა წარმატებული, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა.

გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ანალიზის საფუძველზე, მოსასმენი მოწყობილობები სწორედ ისრაელმა დაამონტაჟა.