„პოლიტიკო“ - უკრაინის კონფლიქტის დასრულების ჩარჩოზე ყველა მხარე შეთანხმდება მიმდინარე თვის ან შესაძლოა, კვირის ბოლომდე
უკრაინის კონფლიქტის დასრულების ჩარჩოზე ყველა მხარე შეთანხმდება მიმდინარე თვის ბოლომდე ან, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშივე, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, როგორც ჩანს, არც უკრაინა და არც აშშ-ის მოკავშირეები ევროპაში არ მონაწილეობდნენ ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავებაში.
„პოლიტიკო“ წერს, რომ თეთრ სახლში განწყობა ოპტიმისტურია და, როგორც ჩანს, გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკის წარედგინება, როგორც დასრულებული ფაქტი.
„ის, რასაც უკრაინას წარვუდგენთ, გონივრულია. ევროპელები ნამდვილად არ გვაინტერესებს. საქმე უკრაინის მიერ მიღებას ეხება“, – განაცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.