„პოლიტიკო“ - ტრამპის ადმინისტრაციის წევრები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასაწყებად
„პოლიტიკო“ - ტრამპის ადმინისტრაციის წევრები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასაწყებად

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ მაკკოლზე და აშშ-ის მთავრობაში ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„პოლიტიკოს“ წყაროების თქმით, საუდის არაბეთში არ გაემგზავრება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კიტ კელოგი. ამასთან, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც არ არიან მიწვეული.

მანამდე „ბლუმბერგმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში მომავალ კვირას დაიწყება, თუმცა ეს არ არის საბოლოო გეგმა და ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.​​​​​​​​​​​​​​​​