„პოლიტიკო“ - საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას დონალდ ტრამპის ინიცირებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც, ევროპელები უკრაინისთვის იარაღს ამერიკელებისგან შეიძენენ
საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც ევროპელები ამერიკელებისგან შეიძენენ იარაღს უკრაინისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში ვიზიტისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაასახელა ოთხი ქვეყანა, რომლებიც, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მსგავსად, თანახმა არიან ამერიკული იარაღის შეძენაზე, თუმცა ამ სიაში საფრანგეთი არ იყო ჩამოთვლილი.
როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს, რომ ევროპამ განავითაროს იარაღის საკუთარი წარმოება და არ იყიდონ ამერიკული იარაღი.
„პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარიზი ზუსტად ამ მიზეზის გამო არ შეუერთდება ამერიკული იარაღის შესყიდვის ინიციატივას.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა ასევე ცდილობს საკუთარი თავდაცვის ხარჯების გაზრდას, რათა შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები და აკონტროლოს დეფიციტი.