„პოლიტიკო“ - რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას შეწყვეტდა, თუ ვაშინგტონიც შეწყვეტდა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, აშშ-მა გარიგებაზე უარი განაცხადა

რუსეთი აშშ-ს გარიგებას სთავაზობდა, რომლის თანახმადაც, მოსკოვი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას, თუ ვაშინგტონიც შეწყვეტდა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას.

ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მოსკოვის წინადადება ვაშინგტონის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კირილ დმიტრიევმა გასულ კვირას, მაიამიში გამართული შეხვედრის დროს გააცნო.

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-მა გარიგებაზე უარი განაცხადა.