„პოლიტიკო“ - „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას, სამი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი არ დაესწრება
„პოლიტიკო“ - „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას, სამი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი არ დაესწრება

„რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას, სამი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი არ დაესწრება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი 5 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება, თუმცა 4 ივნისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამოტოვებს. „რამშტაინის“ შეხვედრას ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი დაესწრება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განმარტეს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო პიტ ჰეგსეტი შეხვედრაში მონაწილეობას ვერც ონლაინ ფორმატში შეძლებს.

„ბატონი ჰეგსეტის გადატვირთულმა გრაფიკმა შეუძლებელი გახადა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა. შეერთებული შტატები ორიენტირებულია უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაზე ისეთი პირობებით, რომლებიც ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, კინგსლი უილსონმა.