„პოლიტიკო“ - ნატო-ში ზეწოლას ახდენენ იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინისთვის აშშ-დან იარაღის შესყიდვას არ შეუერთდნენ  
„პოლიტიკო“ - ნატო-ში ზეწოლას ახდენენ იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინისთვის აშშ-დან იარაღის შესყიდვას არ შეუერთდნენ  

ნატო-ში ზეწოლას ახდენენ იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შეუერთდნენ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვას აშშ-დან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ნორვეგიამ, დანიამ, შვედეთმა, კანადამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ოთხ სხვადასხვა PURL პაკეტში ორი მილიარდი დოლარის შენატანი გააკეთეს, ხოლო გუშინ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი და ფინეთი მზად იყვნენ მეხუთე პაკეტის დასასრულებლად. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ჯერ არ შეუტანიათ თანხა PURL-ის პაკეტში.

„არსებობს მოლოდინი, რომ პასუხისმგებლობის განაწილება სამართლიანი იქნება და მათ, ვინც ჯერ არ აიღო ვალდებულება, ეს უნდა გააკეთონ“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ იონსონმა.

PURL არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ შეიარაღებას, გადასცემენ ნატო-ს, ნატო კი უკრაინას გადასცემს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვთ, ამ ინიციატივის ფარგლებში მეტი ქვეყანა გააკეთებს დამატებით შენატანს, შეიძენს უფრო მეტს, რათა უზრუნველყოს უკრაინა ყველაფრით, რაც საჭიროა კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულებისთვის.