„პოლიტიკო“ – ნატო ემზადება სცენარისთვის, რომ, შესაძლოა, საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს, ფრანგ ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი ნატო-ს მოწინააღმდეგე კანდიდატებს უჭერს მხარს

22:53, 21.08.2026

ნატო ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ფრანგი ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარი ნატო-ს მოწინააღმდეგე კანდიდატებს უჭერს მხარს.

ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სურს ნატო-ს გაერთიანებული სარდლობიდან საფრანგეთის გამოყვანა, ხოლო უკიდურესი მემარცხენე ბანაკის ჟან-ლუკ მელანშონს ქვეყნის მთლიანად ალიანსიდან გასვლა.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ნატო-დან შესაძლო გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ფრანგული ჯარების ყოფნას რუმინეთსა და ესტონეთში, შეზღუდავს წვდომას ძირითად საბრძოლო აღჭურვილობაზე და შეასუსტებს სამხედრო კოორდინაციას ალიანსის 32 წევრს შორის.

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას განაცხადა, იმედი აქვს, რომ საფრანგეთი  გააცნობიერებს ძლიერი ნატო-ს გრძელვადიან სარგებელს და მასში სრულად ინტეგრირებული დარჩება.

„პოლიტიკო“ წერს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, საფრანგეთის ნატო-დან გასვლა შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმასაც, რომ გერმანია ევროპაში ალიანსის წამყვან წევრად იქცევა.

მსგავსი