„პოლიტიკო“ - მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს ეწვევა
„პოლიტიკო“ - მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს ეწვევა, ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„პოლიტიკო“ რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს პანდემიის შემდეგ ევროპაში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

ოფიციალურმა პირებმა „პოლიტიკოს“ განუცხადეს, რომ ჩინეთი ცდილობს, დაარწმუნოს ევროპა, დაუშვას, რუსეთი დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, პოტენციურად, შვეიცარიაში.

„პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ აპრილში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა.