„პოლიტიკო“ – კირ სტარმერისა და ემანუელ მაკრონის რამდენიმეთვიანი არასაჯარო დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად დონალდ ტრამპმა პუტინის მიმართ რიტორიკა შეცვალა

10:18, 01.05.2025
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რამდენიმეთვიანი არასაჯარო დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად პუტინის მიმართ რიტორიკა შეცვალა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის კურსის ცვლილება ლონდონს, პარიზსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივი კოორდინაციის შედეგია.

როგორც გამოცემა წერს, სტარმერი და მაკრონი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ამერიკის პრეზიდენტი, შეემცირებინა ზეწოლა ვოლოდიმირ ზელენსკიზე და მიემართა ზეწოლა პუტინისკენ, იმ არგუმენტით, რომ პუტინი ტრამპს სულელად წარმოაჩენს.

„აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო კრიტიკამ პუტინის მიმართ ლონდონისა და პარიზის დიპლომატებს საშუალება მისცა, ეფიქრათ, რომ მათი ძალისხმევა ბოლო სამი თვის განმავლობაში, როგორც ჩანს, ნაყოფს იძლევა“, – აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში საკვანძო როლი ითამაშეს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონათან პაუელმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ. მათი ძალისხმევა კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩთან, მარკ ბერნეტთან. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ამ წელს 13-ჯერ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.

„ზელენსკიმ რომში შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად შეძლო, გავლენა მოეხდინა ტრამპზე“, – განუცხადა ბრიტანელმა ანონიმურმა წყარომ „პოლიტიკოს“.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ პუტინი „უპატივცემულობას გამოხატავს ტრამპის მიმართ, მუდმივად არღვევს ზავს, რომელიც თვითონვე გამოაცხადა“. ამასთან, ფრანგი ანონიმური წყაროს თქმით, ტრამპმა გააცნობიერა, რომ არ შეიძლება, პუტინს ენდოს.

„ამ მომენტში ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინს, არ შეიძლება, ენდო. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი მაკრონი მუდმივად იმეორებს და ცდილობს, მიიტანოს ტრამპამდე. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი სტრატეგია“, – განაცხადა ფრანგმა ანონიმურმა წყარომ.

მსგავსი