„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონგრესისადმი მოთხოვნას გამოაქვეყნებს
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონგრესისადმი მოთხოვნას გამოაქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 10 აგვისტოს გამოაქვეყნებს კონგრესისადმი მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, თეთრი სახლის მოთხოვნა „გადაუდებელი დაფინანსების შესახებ“ ასევე მოიცავს, როგორც ცნობილია, ტაივანის დახმარებას.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თეთრ სახლში აშშ-ს მართვისა და ბიუჯეტის ოფისს მოთხოვნების სიის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ ის შეიძლება, შეიცვალოს. ამასთან, გამოცემის წყაროებმა უარი თქვეს დამატებითი დაფინანსების კონკრეტული ოდენობის გამჟღავნებაზე.

როგორც გამოცემა იხსენებს, 30 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მთავრდება მიმდინარე ფისკალური წელი და, შესაბამისად, მთავრობის დაფინანსება ზოგიერთი პროგრამისთვის.

ამ დროისთვის კონგრესი თეთრ სახლს დროებითი ხარჯვის გეგმას თუ არ შეუთანხმებს, ფედერალური ხელისუფლების მუშაობა იძულებით შეჩერდება. თეთრი სახლის ბიუჯეტის მოთხოვნა, სავარაუდოდ, ამ სცენარის თავიდან აცილებას გამოიწვევს.

„პოლიტიკო“ პროგნოზირებს, რომ ასეთი მოთხოვნის მიღება ადვილი არ იქნება, რადგან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დომინირებენ რესპუბლიკელები, რომელთაგან ბევრი ეწინააღმდეგება დროებითი დაფინანსების მიღებას ხარჯების მკვეთრი შემცირების გარეშე.