„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პანდემიისა და ვაქცინაციის საკითხებზე საერთაშორისო სამიტის ჩატარებას გეგმავს
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პანდემიისა და ვაქცინაციის საკითხებზე საერთაშორისო სამიტის ჩატარებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გლობალური კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინაციის საკითხებზე საერთაშორისო სამიტის ჩატარებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ზოგიერთ ქვეყანას უკვე შეატყობინა არსებული გეგმების შესახებ, მაგრამ ოფიციალური მიწვევები ჯერჯერობით არ შეუთავაზებია. აქვე აღნიშნულია, რომ ეს სამიტი დაემთხვევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრებს, რომელიც სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

სამიტი მოიცავს დისკუსიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კორონავირუსზე გლობალური რეაგირების კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, განიხილება გზები ვაქცინების წარმოებისა და განაწილების გასაუმჯობესებლად, ასევე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული კვლევის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა.

დატოვე კომენტარი