„პოლიტიკო“ - ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოწოდებას ირანის მთავრობამ დასცინა
ირანის მთავრობამ ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოწოდებას დასცინა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა და ირანს მოუწოდა, გაეხსნა ჰორმუზის სრუტე, ხოლო, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მსგავსი წყლის გზებით ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს.
ამ განცხადებების შემდეგ ირანში კალასი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს.
„რა საერთაშორისო სამართალი?! ის, რომელსაც ევროკავშირი სხვებისთვის ლექციების წასაკითხად იყენებს, პარალელურად კი, ჩუმად უნთებს მწვანე შუქს აშშ-ისა და ისრაელის აგრესიულ ომს და ირანელების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე თვალს ხუჭავს?“ – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღეიმ.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის არცერთი ნორმა არ უკრძალავს ირანს, მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აიცილოს ჰორმუზის სრუტის გამოყენება ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად.