„პოლიტიკო“ - ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს
„პოლიტიკო“ - ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს

ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ასოცირების შეთანხმება ვაჭრობისა და თანამშრომლობის სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობებს ითვალისწინებს. სხვა ვარიანტებში შედის მთავრობებს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა, რისთვისაც 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.

დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების სავაჭრო ნაწილის შეჩერებას უმრავლესობის ხმებიც კმარა. ეს ისრაელს ჩამოართმევს იმ უპირატესობას, როდესაც ისინი ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტების შეტანისას იყენებდნენ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ასევე განიხილება იმპორტის აკრძალვა დასავლეთ სანაპიროს არალეგალური დასახლებებიდან. ამისთვის საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცალკეულ დედაქალაქებს შეუძლიათ ამ პოლიტიკის ეროვნულ დონეზე განხორციელება. სხვა საკითხებში შედის ასევე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვა სტუდენტურ და სამეცნიერო პროგრამებში, როგორიცაა „ერასმუსი“.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამ ღონისძიებებზე ფიქრი ივნისში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, თუმცა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და გერმანია, ისრაელის მიმართ მსგავს ღონისძიებებს ეწინააღმდეგებიან.

„პოლიტიკოს“ ცნობით, დოკუმენტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.