„პოლიტიკო“ – გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე 8000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს
გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე 8000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა „პოლიტიკოს“ განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ნებაყოფლობითი კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. თანამშრომლები შეთავაზებებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიიღებენ. პროგრამა ძირითადად გერმანიაში დასაქმებულ ადმინისტრაციულ და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულების თანამშრომლებს შეეხება.
BMW ავტომობილების მწარმოებელ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ განაცხადეს, ხოლო მიზეზად ჩინეთში გაყიდვების დაბალი მაჩვენებლი დაასახელეს. მანამდე Volkswagen-მა დააანონსა, რომ დაახლოებით 100000 თანამშრომლის შემცირებასა და რამდენიმე ქარხნის დახურვას გეგმავს. Porsche 5000 სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს, ხოლო Mercedes-Benz Group-ი ასევე განიხილავს შტატის შემცირების შესაძლებლობას.