„პოლიტიკო“ - ფინეთის პრემიერ-მინისტრს ღამის კლუბში ვიზიტის გამო აკრიტიკებენ
„პოლიტიკო“ - ფინეთის პრემიერ-მინისტრს ღამის კლუბში ვიზიტის გამო აკრიტიკებენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრს ღამის კლუბში ვიზიტის გამო აკრიტიკებენ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, სანნა მარინი უქმე დღეებში მეუღლესთან ერთად ღამის კლუბში გასართობად იმ დროს წავიდა, როდესაც მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ფინეთში მოქმედი წესებით, ორჯერ ვაქცინირებულ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი არ ევალება თვითიზოლაცია. ეს ნიშნავს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრს კანონით კლუბში წასვლის უფლება ჰქონდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ფინეთის პრემიერ-მინისტრი ღამის კლუბში ერთობა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის არასწორად მოიქცა, რადგან შეეძლო, ტესტის ჩატარებამდე საკუთარი სურვილით დარჩენილიყო იზოლაციაში.

თავდაპირველად, სანნა მარინი თავს იმართლებდა, რომ მან მხოლოდ დილით წაიკითხა მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც მას იზოლაციას ურჩევდნენ, რადგან კლუბში სამსახურებრივი ტელეფონი არ წაუღია. თუმცა, მოგვიანებით ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა.

დატოვე კომენტარი