„პოლიტიკო“ – ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ნატო-ში თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ, პენტაგონის ეგიდით დაგეგმილ, ალიანსის მომავლისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ

10:32, 01.10.2026

ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ნატო-ში თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ და აშშ-ის მოკავშირეები არიან, პენტაგონის ეგიდით დაგეგმილ, ალიანსის მომავლის განხილვისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, მომავალ თვეს პოლონეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბი უხელმძღვანელებს, ფაქტობრივად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა, სადაც ნატო-ს მომავალი განიხილება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, სხდომაზე არ მიუწვევიათ, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. აღნიშნული ქვეყნების დიპლომატებს არ ესმით, რატომ უგულებელყოფენ მათ პენტაგონში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც გვთხოვენ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა კრიტერიუმებით და რა მიზნით იმართება ეს შეხვედრები. ჯერჯერობით ბევრი რამ არ გვითქვამს“, – აღნიშნავს ერთ-ერთ ქვეყნის წარმომადგენელი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ნატო-ს მოკავშირეთა „დაუმორჩილებელთა და მორჩილთა“ სია შეადგინა, რადგან ვაშინგტონი იმ ქვეყნების დასჯის გზებს ეძებს, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

მსგავსი