„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა ილონ მასკი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა
„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა ილონ მასკი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა

ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა „იდენტობა და დემოკრატია“ ილონ მასკი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლეს ჯილდოზე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„იდენტობა და დემოკრატიის“ დოკუმენტში მოხსენიებულია მასკის გადაწყვეტილება, ე.წ. ტვიტერის ფაილების გამოქვეყნების შესახებ, რომელიც შედგებოდა შერჩეული შიდა დოკუმენტებისგან იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდა სოციალური მედიის პლატფორმა პოლიტიკური პოსტების წაშლის მოთხოვნებს.

„ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლების პრინციპის დაცვას“, –  ამტკიცებდა ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი.

სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მოიცავს 50 000 ევროს რაოდენობის პრიზს. გასულ წელს ის უკრაინელ ხალხს გადაეცა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასკი ამ ჯილდოს მიიღებს, რადგან ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ერთად შეარჩევენ გამარჯვებულს ამ წლის ბოლოს.