„პოლიტიკო“ - ევროკავშირის მოქალაქეებს ბრიტანეთში დასაქმების უფლება შეეზღუდებათ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ქვეყნის შრომის ბაზართან თავისუფალი წვდომის შეზღუდვას მხარი დაუჭირა. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 351-მა დეპუტატმა, 252-ი წინააღმდეგი წავიდა. ამის შემდეგ პროექტს ლორდთა პალატა განიხილავს.
პროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის, ასევე ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში დასაქმებას თავისუფლად ვეღარ შეძლებენ.
ბრიტანელები სამუშაო და სასწავლო ვიზებს ახალი სისტემის მიხედვით მიიღებენ, რომელსაც პრემიერ ბორის ჯონსონის მთავრობა თებერვალში წარადგენს. ყველაზე მეტი შანსი ექნებათ ევროკავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დამსაქმებელი თავად მიიწვევს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წლის 31 იანვარს დატოვა.