„პოლიტიკო“ – ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის საკითხზე სამ ბანაკად არის გაყოფილი, საკითხზე დებატები დუბლინში დღეს გაგრძელდება
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის საკითხთან დაკავშირებით სამ ბანაკად არიან გაყოფილი.
დუბლინში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები გააგრძელებენ დებატებს, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
განიხილება წარმომადგენლობის, სულ მცირე, სამი ვარიანტი. ერთი ბანაკი მზარდ მხარდაჭერას უცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, რომლის პოზიციაც მას ბლოკის წარმომადგენლობის ბუნებრივ კანდიდატად აქცევს.
მეორე ბანაკში შედიან საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც არ სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან თავიანთი ადგილები ბრიუსელს დაუთმონ.
ყველაზე მცირე ჯგუფს ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელის, კაია კალასის მხარდამჭერები წარმოადგენენ.
„ამაზე სატელევიზიო შოუს გაკეთებაც კი შეგვეძლო. თუმცა, ყველაზე საინტერესო ნაწილი ხვალისთვის შემოვინახეთ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში, რითაც მიანიშნა, რამდენად მკვეთრი გახდა ლიდერებს შორის უთანხმოება.