„პოლიტიკო“ - დონალდ ტუსკი პოლონეთის პოლიტიკაში ბრუნდება
„პოლიტიკო“ - დონალდ ტუსკი პოლონეთის პოლიტიკაში ბრუნდება

გავლენიანი გამოცემის, „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სავარაუდოდ, პოლონეთის პოლიტიკაში ბრუნდება.

გავრცელებული ცნობით, ტუსკი პოლონეთის ოპოზიციურ პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ კიდევ ერთხელ ჩაუდგება სათავეში.

„მე არ მამოძრავებს პირადი ამბიციები, მაგრამ ვგრძნობ საჭიროებას, რომ პოლონეთი დემოკრატიულ ნორმებს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ტუსკმა.

„ევროპის სახალხო პარტიაში“, რომელსაც ტუსკი თავმჯდომარეობს, აცხადებენ, რომ ტუსკის პოლონეთის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მათაც შეიტყვეს, თუმცა სიახლის ოფიციალურად დადასტურებაზე პარტიაში უარი თქვეს.