„პოლიტიკო“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად ასაღებდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად ასაღებდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი პირს, რომელიც თავს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სიუზან უაილზად ასაღებდა, მანამდე წერდა, ვიდრე ამ კონტაქტს საეჭვოდ აღიქვამდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გადავიდა, მან ამ პირთან „რამდენიმე შეტყობინება“ გაცვალა, თუმცა წყარომ აღნიშნა, რომ მათ „არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია“.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინციდენტით იმდენად შეშფოთდა, რომ საკითხი თეთრ სახლს წარუდგინა. ბრიტანეთის მთავრობა შიშობდა, რომ უაილზის ტელეფონი, შესაძლოა, გატეხილი ყოფილიყო.