„პოლიტიკო“ - ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს
„პოლიტიკო“ - ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს

ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს ირანისთვის გადასახადის გადახდის გარეშე, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი პირველად შეიკრიბება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ჰორმუზის სრუტის საკითხზე ვირტუალურ შეხვედრას დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილსაც უმასპინძლა, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ახლა მოლაპარაკებები უფრო დაბალ დონეზე გაიმართება. მოლაპარაკებები შეეხება კოორდინირებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომებს, მათ შორის, შესაძლო სანქციებს.